среда, 16 июля 2014 г.

დღევანდელი შეხვედრა არის ტრენინგის  ბოლო დღე.გადავხედეთ ნამუშევრებს შევასწორეთ შვავსეთ ნაკლოვანებები.მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია.და ბოლოს ნამუშევრები ავტვირთეთ საკუთარ ბლოგზე.

понедельник, 14 июля 2014 г.

14 ივლისი ტრენინგის  მე-8 დღე. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის ბოლო ნაწილზე.ვისაუბრეთ  დიფერენცირებულ სწავლებაზე,მოსწავლეთა მხარდაჭერაზე.კორექტირება შევიტანეთ საკუთარ ბლოგზე.შევქმენით გვერდები და ვისაუბრეთ  მათ დანიშნულებაზე.

пятница, 11 июля 2014 г.

11 ივლისი ტრენინგის მე-7 დღე.ვისაუბრეთ შეფასების ტიპებზე.ვიმუშავეთ საკუთარი პროექტის მიხედვით კოლაბორაციულ და ინდივიდუალური შეფასების შედგენაზე .ამ მოდულში გავეცანი,თუ როგორ გამოვიყენო რუბრიკებში ქულების მინიჭების სქემები და მონიშვნის ფურცლები.

среда, 9 июля 2014 г.

9 ივლისი.ტრენინგის მეექვსე დღე. კორექტირება შევიტანეთ პრეზენტაციაში და ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,ელექრტონულ გაზეთზე.დღევანდელი ინფორმაცია იყო ჩემთვის  საოცრად მნიშვნელოვანი და ვფიქრობ ნასწავლი ჩემს ნაშრომებს გახდის მრავალფეროვანს.
7 ივლისი .ტრენინგის  მეხუთე  დღე.ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე.ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე.
გადმოვწერეთ სურათები და ვებ გვერდის ლინკი ჩავსვით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონში.

пятница, 4 июля 2014 г.

ტრენინგის  მე-4 დღე . ნაყოფიერად ვიმუშავეთ.გავაგრძელეთ პროექტის შაბლონის შევსება .კერძოდ  ვისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსება .დეტალურად განვიხილეთ ჩარჩოს თითოეული სვეტის დანიშნულება და შევსების ფორმა.მეცადინეობამ ჩაიარა ძალიან მშვიდ და საქმიან ვითარებაში.

среда, 25 июня 2014 г.

25 ივნისი  . ტრენინგის მესამე დღე. საოცრად ნაყოფიერი დღე  გამოვიდა .გარდა იმისა რომ ვისწავლეთ პროექტის გეგმის შევსება,ინდიკატორების  ჩასმა ,21-ე საუკუნის უნარების მორგება, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სამუშაო რომელიც გულისხმობდა ზოგადი და დამხმარე კითხვების გარჩევა  და ჩამოყალიბება.

понедельник, 23 июня 2014 г.

     ტრენინგის მეორე დღე საოცრად ნაყოფიერი იყო.  ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება.ჩემთვის ამ დღეს მიღებული ცოდნა ორმაგად მნიშვნელოვანია,რადგანაც  ბაზალეთზე დაგეგმილ კონფერენციაზე ,სადაც ჩვენი სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის მიერ განხორციელებული აქტივობების  პრეზენტაცია უნდა მოვახდინო, ეფექტურად გამოვიყენებ ჩემს მიერ შექმნილ ბუკლეტს